ჩვენს შესახებ

“აჭარაში მოწყვეტილ დედათა და მამათა სახელობის განვითარების და აღორძინების საეკლესიო ფონდი” – იგივე რენესანს ფონდი.

ფონდი 2017 წლის ივლისში თემურ ბოლქვაძის მიერ დაარსდა, რომელმაც სწორედ ამ პერიოდში აჭარის რეგიონში ხელვაჩაურის რაიონში მართლმადიდებლური ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ფონდის პირველი პროექტი სწორედ ეს ტაძარია(“აჭარაში მოწყვეტილ დედათა და მამათა სახელობის”), რომელიც 100%-ით ფონდის დამაარსებლის მიერ პირადი შემოწირულობითაა დაფინანსებული.

თავდაპირველად, ფონდი ფოკუსირდებოდა აჭარის რეგიონში განსახორციელებელ საქველმოქმედო პროექტებზე, თუმცა მოგვიანებით მისმა საქმიანობამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

ფონდის საქმიანობა:

  1. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების დახმარება;
  2. მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობა;
  3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება;
  4. სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების დახმარება;

 

ფონდის მიზანია ქველმოქმედება უფრო მარტივი გახადოს.

 

ფონდის ოფიციალური დოკუმენტაცია: